/koiavebi

ქოიავების გვარის გენეოლოგიური ხე

Primary LanguageHTML

koiavebi

ქოიავების გვარის გენეოლოგიური ხე.

აბაშის რაიონის სოფელ ძველ აბაშაში მცხოვრები ქოიავების გვარის გენეოლოგიური ხის შესადგენად პირველადი ინფორმაცია მოიძია ვარლამ რომანოზის ძე ქოიავამ. იმ პერიოდში ეს ინფორმაცია წერილობითი სახით იყო წარმოდგენილი და ხელნაწერების სახით ვრცელდებოდა ოჯახიდან ოჯახში. ხის ზრდასთან ერთად ურბანიზაციის პროცესმა გენეოლოგიურ ხეში არსებული ოჯახები ერთმანეთს დააშორა, შესაბამისად ხის განახლება ცენტრალიზებული და სინქრონული სახით გართულდა. ყველა ოჯახი ცდილობდა ხის მისი ნაწილის ლოკალურად განახლებას და ხის სხვა ნაწილებს მეტწილად უცვლელს ტოვებდა. ეს გახდა ამ პროექტის შთაგონების წტარო. არსებული პროექტის მიზანია გვარის გენეოლოგიის მოსახერხებელი, იოლად აჰქმადი ფორმით წარმოდგენა და ასევე ადვილად განახლების საშუალება. გარდა არსებული მონაცემების წარმოდგენისა სამუშაოს დიდი ნაწილი არის ხეში არსებული ხალხის მოძიება, მონაცემების შეგროვება, განახლება. ოჯახებში არსებული ძველი ფოტოების გაციფრულება და მათში მნიშვნელოვანი პიროვნებების იდენტიფიცირება. ძველი სურათების ციფრული დამუშავება და არსებულ სისტემაში ინტეგრირება.